
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის და მოწვეული ლექტორის - სოფიკო ჯვარშეიშვილის წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში
2021 წლის 10-11 ივნისს ჩატარდა ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მე -4 საერთაშორისო კონფერენცია (ICESS), თემაზე: "დიგიტალიზაციითა და დიდ მონაცემთა ანალიზით მიღწეული მდგრადობა და ეკონომიკური ინტელექტი", ორგანიზებული ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის მიერ (რუმინეთი).
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილმა და მოწვეულმა ლექტორმა - სოფიკო ჯვარშეიშვილმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში. მათი მოხსენების თემა იყო: ”პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი”
კონფერენცია გაიხსნა ხუთშაბათს, 10 ივნისს პლენარული სესიით. პარასკევს, 11 ივნისს, ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პარალელურ სესიებზე წარმოდგენილი იყო 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 300-ზე მეტი მკვლევარისა და დოქტორანტის ავტორობით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 12 სექციის მუშაობა. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა 2 ვორკშოპი, სტრასბურგის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობით.
პროფ. ნონა გელიტაშვილისა და სოფიკო ჯვარშეიშვილის კონფერენციაში მონაწილეობა და სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. მათი სტატია მალე გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში, რომელიც განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“
2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...
ვრცლადV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული თბილისი, 11 დეკემბერი, 2024
ვრცლადჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში
ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ...
ვრცლად