
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის და მოწვეული ლექტორის - სოფიკო ჯვარშეიშვილის წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში
2021 წლის 10-11 ივნისს ჩატარდა ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მე -4 საერთაშორისო კონფერენცია (ICESS), თემაზე: "დიგიტალიზაციითა და დიდ მონაცემთა ანალიზით მიღწეული მდგრადობა და ეკონომიკური ინტელექტი", ორგანიზებული ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის მიერ (რუმინეთი).
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილმა და მოწვეულმა ლექტორმა - სოფიკო ჯვარშეიშვილმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში. მათი მოხსენების თემა იყო: ”პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი”
კონფერენცია გაიხსნა ხუთშაბათს, 10 ივნისს პლენარული სესიით. პარასკევს, 11 ივნისს, ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პარალელურ სესიებზე წარმოდგენილი იყო 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 300-ზე მეტი მკვლევარისა და დოქტორანტის ავტორობით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 12 სექციის მუშაობა. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა 2 ვორკშოპი, სტრასბურგის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობით.
პროფ. ნონა გელიტაშვილისა და სოფიკო ჯვარშეიშვილის კონფერენციაში მონაწილეობა და სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. მათი სტატია მალე გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში, რომელიც განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში.
მსგავსი სიახლეები
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალიდან!
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალ...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...
ვრცლად