
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3
2021 წლის 25 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტზე დისტანციური ფორმით ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი საფეხურის სტუდენტებმა.
სტუდენტებმა საკონფერენციო ნაშრომები სამართლის დარგის ყველა მიმართულებით წარმოადგინეს, თემატიკა მრავალფეროვნებითა და აქტუალურობით გამოირჩეოდა. მომხსენებლებს დაუსვეს არაერთი საინტერესო შეკითხვა როგორც მონაწილეებმა, ისე მსმენელებმა.
კონფერენციას უძღვებოდა კომპეტენტური ჟიური, ყველა მონაწილემ საუკეთესო შედეგი აჩვენა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. უახლოეს პერიოდში კი გამოიცემა რეცენზირებული ნაშრომები, სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
მსგავსი სიახლეები
პროექტი - მეცნიერება კაპიტანია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020&...
ვრცლადონლაინ შეხვედრა თემაზე: საეთაშორისო საინფორმაციო საშუალებაზე წვდომა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017&...
ვრცლად