
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2021 წლის 21 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეები სთავაზობენ ერთმანეთს სტუდენტების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ლექცია/ტრენინგები, კონფერენციები.
მხარეების მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ ტრენინგებში, ლექციებში, შეხვედრებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა ირინე არჯევანიძემ და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოფიო ვერულაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე
2019 წლის 6 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა საბაკალავრო ნაშრომების...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში
2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, &...
ვრცლად