
სტუმრად, ჩვენს რუმინელ პარტნიორებთან
2023 წლის 3-7 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ირინა ბენია-აფილირებული პროფესორი და ქეთი ცერცვაძე-საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, Erasmus + ის პროგრამის ფარგლებში 5 დღიანი, სამუშაო ვიზით ეწვივნენ რუმინეთის პიტესტის უნივერსიტეტს.
თჰუ-ს პერსონალმა, უცხოელ კოლეგებსა და სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა/გამოცდილება ქართული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ფართო აუდიატორიას მათ ასევე გააცნეს, ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურული ღირებულებები.
ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში, სტუმრად მიიღებს პიტესტის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ/მასწავლებლებს.
მსგავსი სიახლეები
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...
ვრცლად