
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს.
კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები.
დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და კომისიის წევრებმა - ასოც. პროფესორებმა ირმა მოლაშხიამ და ირინა ბენიამ, ასისტენტ-პროფესორმა თამარ საჯაიამ - კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობლემების გადაწყვეტა“, ლექტორი- ვოლტერ დიასს
2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და სასტუმრო ჰილტონ ინნ თბილისი ჭავჭავაძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2025 წლის 12 აგვისტოს თბილისის ჰუმა...
ვრცლად