
ინფორმაცია Eifl-ის გამომცემლობებისა და ჟურნალების შესახებ
გაცნობებთ, რომ Eifl-ი პერიოდულად ამატებს გამომცემლობებისა და ჟურნალების სიას სადაც ქართველ ავტორებს საშუალება აქვთ
უფასოდ:
ან 50% ფასდაკლებით:
გამოაქვეყნონ სტატიები ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში.
ეს არის უნიკალური შანსი მკვლევართათვის მათი ნაშრომების რეიტინგულ, იმაპქტ-ფაქტორებიან ჟურნალებში განთავსებისათვის.
საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმი პრეროგატიული მიმართულებაა ეროვნული განათლების განვითარება, ამდენად გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და მიაწოდოთ უნივეტსიტეტების შესაბამისი მიმართულების სუბიექტებს, რათა სამეცნიერო მკვლევართა ჩართულობა უფრო აქტიური გახდეს ამ საქმიანობაში.
აქვე გიზიარებთ Eifl-ის მიერ ცალკე საქართველოსათვის შექმნილ ლინკს: https://www.eifl.net/georgia_apcs
ჩამოტვირთეთ ფაილი, სადაც თავმოყრილია ყველა ჟურნალები. ფაილი იძლევა საშუალებას დარგობრივად, გამოცემის წლების, ფასების ან სხვა ნებისმიერი პრეროგატივის მიხედვით თვენთვის სასურველ რეჟიმში დაათვალიეროთ ჩამონათვალი.
ფაილი განახლდება პერიოდულად.
გაცნობებთ რომ ხელშეკრულებაში წარმოდგენილ სიას დაემატა უფასო APC ბიოლოგიური მიმართულების ბაზა და 50% ფასდაკლების APC სამედიცინო და ზოგადი სამეცნიერო მიმართულების გამომცემლობები
პატივისცემით ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია.
მსგავსი სიახლეები
სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!
სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედი...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2021 წლის 21 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანა...
ვრცლად