მნიშვნელოვანი შეთავაზება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის  პროგრამის სტუდენტებს! 01.05.2024

მნიშვნელოვანი შეთავაზება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus + პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე, სოფი სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი ) სწავლის მსურველთათვის.

კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. ბულგარეთში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.

 

სწავლება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს.

 

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge , 15 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ასევე ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.fdm.mu-sofia.bg/en/

 

მსგავსი სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები  თჰუში 07.11.2020

ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს  ინგლისური ენის შემსწ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 03.12.2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად