აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სე­ბი 02.12.2021

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სე­ბი

ინ­ტერ­ვიუ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ლა­შა მარ­გიშ­ვილ­თან

რა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა 2022 წლი­დან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მა­ში?

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ 2022 წლი­დან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. იგეგ­მე­ბა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და­ნერ­გ­ვა, რომ­ლის დრო­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი სწავ­ლის რო­მე­ლი­მე სფე­როს ერთ ან რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს შე­ა­ფა­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­ში წარ­მო­ად­გენს თვით­შე­ფა­სე­ბის ერთ ან­გა­რიშს და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბიც ერთ დას­კ­ვ­ნას შე­ად­გე­ნენ.

კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბით, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე სფე­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნა მო­უ­წევთ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ახ­დი­ნონ თა­ვი­ან­თი ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­როს პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ჩვე­ნი აზ­რით, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­ტი­და­ცია მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გი და სფე­რო რო­გორც ერ­თი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა წა­ა­ხა­ლი­სებს, დარ­გის ჭრილ­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს, გა­ა­კე­თონ თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი, თუ რა ძლი­ე­რი და გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბი აქვს კონ­კ­რე­ტულ დარგს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

კი­დევ რა ცვლი­ლე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

იგეგ­მე­ბა, რომ პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი­სა და სა­ხის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამას­თან, ცვლი­ლე­ბა ხელს შე­უწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას, რად­გან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში აღარ გვექ­ნე­ბა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და არა­აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რაც ხში­რად ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევ­და. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა ხელს შე­უწყობს ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ფა­სე­ბას, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის მი­ერ.

ასე­ვე, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თუ­კი მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას აკ­რე­დი­ტა­ცია ან პი­რო­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ე­ნი­ჭე­ბა, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სტუ­დენ­ტ­თა ად­გი­ლე­ბის ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნუ­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტ­თა ად­გი­ლე­ბის ზღვრულ რა­ო­დე­ნო­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კა, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, პრაქ­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ბა­ზე­ბის რე­სურ­სე­ბი. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე იმ რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტებს იღებ­დ­ნენ, რამ­დენ­საც სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით შეს­თა­ვა­ზე­ბენ შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებს და მათ­თ­ვის სას­წავ­ლო და პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის მიზ­ნით, რა სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­სა და პრო­ცე­დუ­რებ­ში?

თავ­და­პირ­ვე­ლად, მომ­ზად­და „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ და „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. ასე­ვე, შე­მუ­შავ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ში კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი გა­ი­წე­რა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ერთ კლას­ტერ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან ერ­თი­ა­ნო­ბა­ში შე­ფა­სე­ბას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გან­ხორ­ცი­ელ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცალ­კე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა. კერ­ძოდ, სტან­დარ­ტის რი­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ერ­თი­ან­და სხვა სტან­დარ­ტის კომ­პო­ნენ­ტებ­თან. აღ­ნიშ­ნულ­მა მიდ­გო­მამ უზ­რუნ­ველ­ყო, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნიშ­ნით, კი­დევ უფ­რო მსგავ­სი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერ­თი სტან­დარ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და ასე­ვე, ხე­ლი შე­უწყო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა სტან­დარ­ტ­ში თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას. ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წარ­მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოს უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა. კერ­ძოდ, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, შე­სა­ბა­მი­სი ში­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­დოქ­ტო­რო და სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი, მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამას­თან, გა­ნი­საზღ­ვ­რა და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის კუთხით, და­ზუს­ტ­და და და­იხ­ვე­წა სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბი­სა და დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცალ­კე დო­კუ­მენ­ტის სა­ხით შე­მუ­შავ­და სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­ფას­დეს სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე დაშ­ვე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სი, სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტის მიზ­ნე­ბი, დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი, პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ლის, მათ შო­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის/თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად, გა­ნახ­ლ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბიც, რო­მელ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი — დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ერთ კლას­ტერ­ში დაჯ­გუ­ფე­ბის პრინ­ცი­პე­ბი. ერთ კლას­ტერ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არა­უ­მე­ტეს რვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დაჯ­გუ­ფე­ბა. ამას­თან, სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი დაჯ­გუფ­დე­ბა მხო­ლოდ იმა­ვე სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­თან. ამას­თან, თუ­კი, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, და­ი­მა­ტოს ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ წარ­მო­ად­გი­ნოს ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. სა­მო­მავ­ლოდ, ასე­ვე, იგეგ­მე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში, ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, დარ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც.

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის ნა­წილ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი და მოქ­მე­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და იქ­ნე­ბა 7 წე­ლი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს, ახალ პროგ­რა­მას აკ­რე­დი­ტა­ცია 4 წლის ვა­დით ენი­ჭე­ბა, ხო­ლო მოქ­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას — 7 წლით. ასე­ვე, გა­ი­ზარ­და პი­რო­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და, კერ­ძოდ, ნაც­ვ­ლად არა­უ­მე­ტეს 2 წლის ვა­დი­სა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას პი­რო­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცია არა­უ­მე­ტეს 4 წლის ვა­დით მი­ე­ნი­ჭე­ბა.

შე­მუ­შავ­და უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­ი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მეტ სან­დო­ო­ბას შე­მა­ტებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას, ამავ­დ­რო­უ­ლად, მეტ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძენს ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტებს.

ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თუ არა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში?

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გაცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაა, რომ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იგეგ­მე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა, წი­ნას­წარ უნ­და იყოს გან­ხი­ლუ­ლი, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი წე­რი­ლო­ბით და­ეგ­ზავ­ნა ყვე­ლა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას და მი­ე­ცათ გო­ნივ­რუ­ლი ვა­და, წარ­მო­ედ­გი­ნათ თა­ვი­ან­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­მუ­შავ­და პრო­ექ­ტე­ბი და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ, თუ რო­მე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი იქ­ნა ცენ­ტ­რის მი­ერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და რო­მე­ლი არა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­ე­ცათ მკა­ფიო და ნა­თე­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი, რა­ტომ ვერ მოხ­და, ამ ეტაპ­ზე, მათ მი­ერ გა­მოთ­ქ­მუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის (TWINNING) მხარ­და­ჭე­რით, ეს­ტო­ნე­თის უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­სა (EKKA) და გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (AQAS) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და კლას­ტე­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა. სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სამ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და შე­ფას­და ცხრა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და ეს­ტო­ნე­თი­დან.

რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­მოცხად­და ახა­ლი კონ­კურ­სე­ბი. კერ­ძოდ, უკ­ვე დას­რულ­და სტუ­დენ­ტი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ჩვენს კორ­პუსს 25 ახა­ლი სტუ­დენ­ტი და­ე­მა­ტა. ამას­თან, გა­მოცხად­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როს და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სე­ბი. ასე­ვე, და­იწყო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ეტა­პობ­რი­ვი ატეს­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი. ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტ­თა ბა­ზის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის — ENQA-ს და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის — EUA-ს ვებ­გ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­ს­და ცენ­ტ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის­თ­ვის.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა და PLA ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. გა­მარ­თულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ეს­ტო­ნე­თის უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (EKKA), ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის — ESU-ს, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი რე­ეს­ტ­რის — EQAR-ის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის — ENQA-ს და გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლის სამ­სა­ხუ­რის (DAAD) წარ­მომ­დ­გენ­ლე­ბი.

გა­მო­იწ­ვია თუ არა კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის მზა­დე­ბამ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა?

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად დაჩ­ქარ­და და უფ­რო დი­დი მას­შ­ტა­ბე­ბი მი­ი­ღო. 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცენ­ტ­რ­მა უზ­რუნ­ველ­ყო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ში ხუ­თი ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მომ­ზა­დე­ბა და დამ­ტ­კი­ცე­ბა. მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­მუ­შავ­და შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში: არ­ქე­ო­ლო­გია; ის­ტო­რია; ფი­ლო­სო­ფია; ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია; ენის და­უფ­ლე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა ის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­მოთ­ვ­ლილ სფე­რო­ებ­ში უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამას­თან, დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თ­ვის, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გას­ც­ნო­ბო­და მათ და წარ­მო­ედ­გი­ნა შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ან/და მო­საზ­რე­ბე­ბი.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რებს მუ­შა­ო­ბა მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მე­დი­ცი­ნის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ 2020 წელს დამ­ტ­კი­ცე­ბულ ახალ სტან­დარ­ტებ­თან. და­მა­ტე­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე­ მუ­შა­ო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მე­ნეჯ­მენ­ტის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

ამას­თან, სა­მო­მავ­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა სა­ექ­თ­ნო საქ­მის, სა­მე­ა­ნო საქ­მის, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გის, ფარ­მა­ცი­ის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი­ის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სა­მო­მავ­ლო­დაც გა­ნაგ­რ­ძობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სებ­ში გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ გა­მოს­წო­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ 28.05.2020

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“

2020 წლის  პირველ ივნისს  16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...

ვრცლად
ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი 21.06.2019

ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი

2019 წლის 24 ივნისს 13 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთათვ...

ვრცლად
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში 04.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ონლაინ რეჟიმში სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, Zoo...

ვრცლად