
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები:
სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი;
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი;
დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი ;
დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 7 ვაკანტური ადგილი.
მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);
კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).
საბუთების მიღება ხორციელდება 2022 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 255 24 24; 254 59 08; იხ. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: http://www.thu.edu.ge/ka ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი: https://emis.ge/news/2017/
მსგავსი სიახლეები
სტუდენტურ პროექტებს შორის საერთაშორისო ტექნოლოგიების კონკურსი
21 აპრილს ტექნოპარკში Microsoft-ის მხარდაჭერით სტუდენტურ პროექტებს შორის საერთაშორისო ტექნოლოგიების კონკურსი "Imagine Cup 2018&quo...
ვრცლადსაბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში
მიმდინარე წლის 30 ივლისს, ონლაინ რეჟიმში სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, Zoo...
ვრცლადDAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სად...
ვრცლად