
ნაბიჯი წინ კარიერული წინსვლისკენ!
2022 წლის 19 ივნისს AIESEC in Georgia-ს ორგანიზებით სასტუმრო “Holiday Inn Tbilisi “-ში ჩატარდა მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
AIESEC (აისეკი), მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40-მდე კომპანია და HR წამომადგენელი.
ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნენ წამყვანი კომპანიების საქმიანობას, ადგილზე გაიარეს გასაუბრება და მიიღეს საინტერესო შეთავაზებები დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით.
მსგავსი სიახლეები
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „მომსახურების ხარისხი და მისი როლი კომპანიის წარმატებაში“
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტებთან შეხვედრა სახე...
ვრცლადსაქველმოქმედო ფოლკლორული საღამო
2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა საქველმოქმედო...
ვრცლად14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა
14 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა,...
ვრცლად