ტრენინგი - „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია“ 01.10.2022

ტრენინგი - „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია“

თბილისში 24-25 სექტემბერს,  საერთაშორისო ფონდის (IFES), ორგანიზებით, USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „IFES-ის სამოქალაქო განათლების კურსების ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია.“

ტრენინგში მონაწილეობდნენ IFES-ის მიერ შექმნილი საუნივერსიტეტო კურსის დემოკრატია და მოქალაქეობისდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მოდულის დამწყები პედაგოგები. სამოქალაქო განმანათლებლებისთვის ჩატარებული ინტერაქტიული ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: დემოკრატიის, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები, ადამიანის უფლებების თაობები და თვისებები, სტუდენტური სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განხორციელების ეტაპები.

 

2010 წლიდან IFES, USAID-ის თანადგომით, ზრუნავს უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების კურსების ლექტორთა გადამზადებაზე, სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 03.12.2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 05.01.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული...

ვრცლად