
თჰუ - "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა" ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს!
2022 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის" გენერალური დირექტორი ლექსო გოგილაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩხიანი თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანი სტუდენტებისთვის ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების გაცნობა და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული სამომავლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირება.
საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია ქართველი და უცხოელი ახალგაზრდებისთვის პერიოდულად მართავს თემატურ ეროვნულ და საერთაშორისო სკოლებსა და ტრენინგებს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ვებინარების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეწევა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას, რის შედეგადაც ორგანიზაციის პროგრამებს ჰყავს ასობით კურსდამთავრებული მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
მსგავსი სიახლეები
გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!
გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრაციის ვადაა 2018 წლის...
ვრცლადსაინტერესო შეთავაზება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს!
ტალინის უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას, ინგლისურ ენაზე. აღნიშნულ კურსს სრულად აფინან...
ვრცლადსაერთაშორისო კონფერენცია - ევროპული კვლევები
2019 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპისა და ამერიკის კვლევების ინსტიტუტთან (...
ვრცლად