
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2023 წლის 2 ივნისს თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენცია მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში, 3 სექციად:
1. სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. სამართალი; ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;
3. ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 45 მომხსენებელი როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ შესაბამისი დარგის მეცნიერები და პროფესორ/მასწავლებლები, მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენეტებიც.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები. სამეცნიერო მასალები გამოიცემა საკონფერენციო კრებულის სახით.
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული
მსგავსი სიახლეები
თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევრო...
ვრცლად