
უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 27 ივნისს 10:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.“ ტრენინგს ჩაატარებს პროფესორი დავით სიხარულიძე. ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
წარმოდგენილი ტრენინგის მიზანია მსმენელებს კომპლექსურად გააცნოს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირებისა და შეფასების თავისებურებები.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩოს განხილვა; პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების ფორმირება, ბლუმის ტაქსონომიური ზმნების გამოყენების თავისებურებები, კურიკულუმის რუკის აგება და ანალიზი: პროგრამის სასწავლო კურსების და პროგრამის სწავლის შედეგების ურთიერთკავშირის რუკის აგება; პროგრამის სწავლის შედეგების განვითარების ლოგიკა; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდების და ინტენსივობის განსაზღვრა, შეფასების ტექნიკური ფორმა; პროგრამის სამიზნე ნიშნულების დადგენის სპეციფიკა; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად.
მსგავსი სიახლეები
პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტე...
ვრცლადთჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და ა(ა)იპ „1 ეკვი...
ვრცლადსაბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომ...
ვრცლად