
უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 27 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.“ ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა დავით სიხარულიძემ.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო; პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების ფორმირების საკითხები, ბლუმის ტაქსონომიური ზმნების გამოყენების თავისებურებები; პროგრამის სასწავლო კურსებისა და სწავლის შედეგების ურთიერთკავშირის რუკის აგების საკითხები; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდების და ინტენსივობის განსაზღვრის საკითხები; პროგრამის სამიზნე ნიშნულების დადგენის სპეციფიკა; პროგრამის გასაუმჯობესებლად სწავლის შედეგების შეფასების გამოყენება და სხვა.
ტრენინგში მონაწილე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო
2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის&ld...
ვრცლად2021 წლის 5 ივნისს გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: კოვიდ ეკონომიკა
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2021 წლის 5 ივნისს 11:00 სთ-ზე გაიმართება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დი...
ვრცლადთჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილები...
ვრცლად