
სტუდენტთა V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია!
- წლის 7 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა რიგით V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი-სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებასა და წარმატებულ სტუდენტთა გამოვლენა/წახალისებას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სამართლის, ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და ტურიზმის მიმართულებებით.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას უძღვებოდა ჟიური: თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, სამართლის მიმართულების პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნიკა დუდაშვილი, ამავე პროგრამის აფილირებული პროფესორი მანანა ხვედელიძე; ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი და პროფესორი მაია მელაძე.
დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
მსგავსი სიახლეები
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრ...
ვრცლადაკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და კლასტერული აკრედიტაციის თანმდევი პროცესები
ინტერვიუ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მო&s...
ვრცლადსაუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ!
2021 წლის 20 დეკემბერს 19:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იგეგმება სტრატეგიული გეგმის (2019-2025) შუალედური, 2019-2...
ვრცლად