
სამართლის პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა" დაინერგა
2023 წლის 5 ოქტომბერს, IFES-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)-სა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის უპირველესი მიზანია, უნივერსიტეტში დაინერგოს IFES-ის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება და ამაღლდეს სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციები.
თავის მხრივ, IFES, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად და USAID-ის თანადგომით, იზრუნებს სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და მდგრადობას.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან
2019 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერისა დ...
ვრცლადDAAD-ის ვირტუალური გამოფენა Study and Career
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD გიწვევთ ვირტუალურ გამოფენაზე Study and Career. გა...
ვრცლადტრენინგი თემაზე: ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები
2020 წლის 26-28 ოქტომბრის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ თბილისის ჰუმა...
ვრცლად