
პროფ. ნონა გელიტაშვილის ბლოგი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემაში გამოქვეყნდა
აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკუთარ ინტერნეტ გამოცემაში გამოაქვეყნა ბლოგი, თჰუ-ს აფილირებული პროფესორის ნონა გელიტაშვილის ვიზიტის შესახებ. ქალბატონი ნონა გვიამბობს სამუშაო შეხვედრებისა და ორივე კამპუსში სტუმრობის დროს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.
სტატიის ბოლოს, აშაფენბურგის ადმინისტრაცია მთელი უნივერსიტეტისა და განსაკუთრებით კი, მილტენბერგის კამპუსში რეალიზებული პროგრამის პერსონალის სახელით, მადლობას უხდის პროფ. ნონა გელიტაშვილს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტისათვის.
აქვე მონიშნულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და მისი ვებ-გვერდი, რათა გერმანელმა სტუდენტებმა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიიღონ ინფორმაცია პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა
2019 წლის 8 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარ...
ვრცლადთბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება და...
ვრცლად