ვებინარი თემაზე, - "შესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაში“ 27.11.2023

ვებინარი თემაზე, - "შესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაში“

 

29 ნოემბერს, საქართველოს დროით, 19:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტ და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტ თანამშრომლობის ფარგლებში, ინიციატივისვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე“, გიწვევთ ვებინარზეშესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაშიდასასწრებად.

ვებინარს წარუძღვება ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიის პროექტის ოფიცერი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის (QMUL) დოქტორანტი საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) სისხლის სამართლისა და ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი, პაულინ მარტინი.

პაულინ მარტინის სპეციალიზაციას განეკუთვნება საერთაშორისო სისხლის სამართალი და გარდამავალი მართლმსაჯულება. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობას, მათ შორის, გახლდათ ლიბანის სპეციალური ტრიბუნალის კონსულტანტი. პაულინე ასევე ჩართული იყო ბრაზილიის ამაზონში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ჩადენის შესახებ ICC-ის პროკურორთან კომუნიკაციის შედგენაში.

პაულინ მარტინის აქვს ბრიუსელის უნივერსიტეტში (ბელგია), ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტსა (გაერთიანებული სამეფო) და ოქსფორდის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) სწავლების გამოცდილება საერთაშორისო საჯარო სამართლის, სისხლის სამართლისა და სამართლისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ვებინარს მოდერირებას გაუწევს საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ჩაჩხიანი.

ვებინარში მონაწილეობა უფასოა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, არა უგვიანეს 20 ნოემბრისა, შეავსოთ შესაბამისი ფორმა: https://forms.gle/FZW3XrDGVygR8VWN6

 

 

მსგავსი სიახლეები

საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში 13.11.2019

საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსელმა სტუდენტებმა მოამზადეს საინტერ...

ვრცლად
რადიქსის ფორუმი 11.05.2022

რადიქსის ფორუმი

2022 წლის  8  მაისს  Sheraton Metek...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.12.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური ...

ვრცლად