
Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა
2024 წლის 6 მარტს ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+მსხვილმასშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული, ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა.
CBHE მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან პროგრამასთან ასოცირებულები. პროგრამის მთავარი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების მდგრადი განვითარების, დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის და მობილობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა დიალოგის რეჟიმში, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯორჯინა პლესუმ, კახა ხანდოლიშვილმა (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), მარიამ სულაშვილმა (Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში) და როზალბა ნარდელმა (EACEA).
მსგავსი სიახლეები
თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი
თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობ...
ვრცლადპირველკურსელთა რეგისტრაცია!
პირველკურსელთა რეგისტრაცია! თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 16 ს...
ვრცლადსაერთაშორისო ვებინარი - European Research Days 2020
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე დაესწრო საერთაშორისო ვ...
ვრცლად