
ნაბიჯი, კარიერული წინსვლისკენ!
BPW Georgia არის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Federation of Business and Professional Woman) წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ქალებს და მიზნად ისახავს მათთვის ხელშეწყობას კარიერული განვითარების ადრეულ ეტაპზე.
ახალგაზრდული ფრთის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიფართოვონ სანაცნობო წრე როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რომლებიც ჩატარდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, მიიღონ მხარდაჭერა და კონსულტაცია სხვადასხვა სფეროში კარიერული და პიროვნული ზრდისთვის, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი, გაიფართოვონ სანაცნობო წრე საერთაშორისო მასშტაბით და გადადგან პირველი ნაბიჯები კარიერულ კუთხით.
უახლოეს პერიოდში აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს შეხვედრას თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, სადაც დეტალურად იქნება განხილული სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.
მსგავსი სიახლეები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგ...
ვრცლადსაინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.
2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...
ვრცლად