
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების „ფორუმი 2024“
2024 წლის 18 მარტს 12.00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა დასაქმების ფორუმი.
ფორუმზე დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: შპს „კლასიკ დენტი“; შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; სსიპ- საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; შპს „კლინიკა მედიკა ჯანმრთელობის ცენტრი“; „ინოვაციების განვითარების ფონდი“; ა.ი.პ „აისეკ საქართველო“ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
დამსაქმებლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ თავიანთი ორგანიზაციების სტანდარტებსა და მოთხოვნებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეთა მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს
მსგავსი სიახლეები
სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია
2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰ...
ვრცლად