სტომატოლოგიური კლინიკა

დამტკიცებულია თჰუ აკადემიური საბჭოს 2025 წლის

08 ივლისის N11 გადაწყვეტილებით

 

 

 

 

შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის დებულება

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო;

წინამდებარე დებულება არეგულირებს - შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს.

 

 

მუხლი 2. კლინიკის რეკვიზიტები;

1. შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში “კლინიკა“) არის შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თჰუ”) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციონირებს ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

2. კლინიკის სრული სახელწოდებაა :

ა) ქართულ ენაზე - შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში “კლინიკა“) ;

ბ) ინგლისურ ენაზე - Dental Clinic of Tbilisi Humanitarian Teaching University.

3. კლინიკის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31.

4. კლინიკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 3. მიზანი და ამოცანა;

კლინიკის ძირითადი მიზანი და ამოცანაა დიპლომამდელი (საბაზისო) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (პროფესიული მზადებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება), პროგრამის განხორციელებისათვის კლინიკური ბაზით უზრუნველყოფა; პაციენტთათვის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შეთავაზება; მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით პაციენტთა/მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

 

 

მუხლი 4. კლინიკის ფუნქციები;

კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კლინიკური დისციპლინების განხორციელება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; ბ) პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) უწყვეტი პროფესიული განვითარება: უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროფესიული რეაბილიტაცია და სხვა შესაბამისი პროგრამების და ტრეინინგების განხორციელება;

დ)   ქვეყანაში   აღიარებული   სამედიცინო   მომსახურების   პროფესიული   და   ეთიკური სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური საქმიანობა;

ე) სასწავლო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება; ვ) საერთაშორისო სტომატოლოგიური პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი, კონგრესი, ყრილობა) ორგანიზაცია და მონაწილეობის მიღება;

თ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ი) საექიმო სპეციალობებში, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში და სუბსპეციალობებში დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების შიდა სააკრედიტაციო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 

 

მუხლი 5. მართვის პრინციპები;

  1. კლინიკა უზრუნველყოფს:

ა) საქმიანობის კანონიერებას და სამართლიანობას;

ბ) პერსონალისა და სტუდენტების აკადემიურ თავისუფლებას; დ) პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას;

ე) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, წოდებრივი და ქონებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვ;

ვ) კონკურსების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, მათ საჯაროობას.

  1. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

 

 

მუხლი 6. კლინიკის სტრუქტურა;

1. კლინიკის ხელმძღვანელობას ახორციელებენ      კლინიკის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თჰუ-ის რექტორი;

2. კლინიკის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროფესიული საქმიანობის გამოცდილება;

  1. კლინიკაში დასაქმებულები არიან:

- კლინიკის ადმინისტრატორი;

- ინფექციის კონტროლის პასუხისმგებელი პირი;

- მედდა;

- ეპიდემიოლოგი;

- სასტერილიზაციის მედდა;

- სანიტარი;

- რენტგენოლოგი;

- რენტგენზე პასუხისმგებელი პირი;

 

- ექიმები - შემდეგი მიმართულებით: პირის ღრუს ქირურგია, იმპლანტოლოგია, ორთოპედია, თერაპიული სტომატოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა სახის ქირურგია;

  1. კლინიკაში    დასაქმებულ    პირებს    სტომატოლოგიური    კლინიკის    ხელმძღვანელის წარდგინებით კლინიკაში ასაქმებს და ხელშეკრულებას უფორმებს თჰუ რექტორი;
  2. კლინიკის ხელმძღვანელი:

ა) კონტროლს უწევს კლინიკის მიერ საქართველოს საკანონმდებლო აქტების, თჰუ-ის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების და დავალებების პირნათლად შესრულებას;

ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს კლინიკას;

გ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კლინიკის სახელით დებს ხელშეკრულებებს.

დ) ამტკიცებს სამედიცინო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგს;

ე)ანაწილებს უფლება-მოვალეობებს კლინიკის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს, მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ვ) ახორციელებს კოორდინაციას თჰუს სტრუქტურულ ერთეულებთან და ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობას;

ზ) წყვეტს კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებს;

თ) ხელს უწყობს  კლინიკის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას;

ი) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოდის კლინიკის სახელით საქართველოს   და   უცხო   ქვეყნების   სამედიცინო,   სამეცნიერო   და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

კ) ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ლ)       ახორციელებს       საქართველოს       კანონმდებლობით       გათვალისწინებულ       სხვა უფლებამოსილებებს.

  1. კლინიკის ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისას; ე) გარდაცვალებისას;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

 

მუხლი 7. კლინიკის ინფრასტრუქტურა;

1. კლინიკა, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, იყენებს თჰუ-ის მოძრავ და უძრავ ქონებას. კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების დაცვა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

2. კლინიკის სარგებლობაში გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას (კლინიკასთან შეთანხმებით), ასევე გასხვისებას ახორციელებს თჰუ.

მუხლი 8. ფინანსური საკითხები;

  1. კლინიკის დაფინანსების წყაროებია:

ა) კლინიკის სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; ბ) თჰუ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

დ) კლინიკის ყველა შემოსავალი განიხილება, როგორც თჰუ-ის შემოსავალი. შესახებ.

  1. სტომატოლოგიური    კლინიკის    მომსახურების    ფასებს    კლინიკის    ხელმძღვანელის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ამტკიცებს თჰუ რექტორი;

3. სტომატოლოგიური მომსახურების გაწევიდან კლინიკაში მომუშავე სტუდენტს მიეცემა მომსახურებისთვის გათვალისწინებული ფასის 20%;

4. იმ შემთხვევაში თუ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევაში ჩართულია სტუდენტი, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რექტორის მიერ დამტკიცებული კლინიკის სტომატოლოგიური სერვისების საფასური მცირდება 20%.

 

მუხლი 9. ეკონომიკური და ქონებრივი ურთიერთობები;

1. კლინიკის ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს, ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას, ახორციელებს თჰუ რექტორი.

  1. კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით აღჭურვის პროცედურებს, კლინიკის მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თჰუ.
  2. კლინიკის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წლიურ ბალანსს ადგენს თჰუ..

 

 

მუხლი 10. რეორგანიაცია და ლიკვიდაცია;

კლინიკის       რეორგანიზაცია       და        ლიკვიდაცია       ხორციელდება       საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 11. შრომითი უსაფრთხოება;

კლინიკა ხელმძღვანელობს თჰუ-ში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით და უზრუნველყოფს    შრომის უსაფრთხოების რეგულაციის შესრულებას;

 

მუხლი 12. დასკვნითი დებულებები;

1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის თჰუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებისთანავე.

2. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება სკსდემიური საბჭოს მიერ.