მისია

დამტკიცებულია თჰუ აკადემიური საბჭოს 2025 წლის 20 მაისის 08 დადგენილებით

 

მისია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა შესთავაზოს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს ხარისხიანი, სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული და შრომის ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების შესატყვისი საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო აკადემიური პროგრამები ინოვაციური სწავლებისა და კვლევის სინთეზის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროცესის მხარდაჭერით.

ჩვენი მიზანია, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პროფესიული პრაქტიკის ინიციატივებზე დაყრდნობით, ასევე, სერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ტენდენციების             გათვალისწინებით,             მოვამზადოთ             კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი ცოდნით, უნარებით და პასუხისმგებლობით ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და საზოგადოების დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

ხედვა

ჩვენი ხედვაა ეთიკურ პრინციპებზე, ინკლუზიურობასა და მუდმივ განვითარებაზე დაფუძნებული თანამედროვე, ინოვაციური, მაღალხარისხიანი და საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნა, სადაც როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შეძლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. ყოველივე ამას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • საზოგადოებისა და შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან შესაბამისი ხარისხიანი აკადემიური პროგრამებით;
  • ინოვაციური კვლევების ხელშეწყობით და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირებით;
  • უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო პროგრამებითა და ტრენინგებით, რაც გაზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
  • სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რათა შეიქმნას ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებას;
  • სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ორგანიზებული სხვა და სხვა აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით და აქტიური წვლილის შეტანით საზოგადოების მდგრადი განვითარების პროცესში.

 

 

ძირითადი ღირებულებები

1. აკადემიური კეთილსინდისიერება – განათლებისა და კვლევის პროცესში სიზუსტისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა.

 

2. ინოვაციურობა – ცოდნის მიღებისა და გავრცელების თანამედროვე და შემოქმედებითი გზების ხელშეწყობა.

3. ინკლუზიურობა და თანასწორუფლებიანობა – ყველა სტუდენტისა და თანამშრომლის მხარდაჭერა მრავალფეროვან და თანასწორ გარემოში; ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული განსხვავებულობის პატივისცემა.

4. სოციალური პასუხისმგებლობა – უნივერსიტეტის როლის გაცნობიერება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და საზოგადოებრივ პროგრესში.

5. საერთაშორისო თანამშრომლობა – გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობის წახალისება.

6. განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე – უწყვეტი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.