საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ძირითადი მიზანია  ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის როლის გაძლიერების გზით.

ამ მიმართულებით უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა და საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზით;

• საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;
• სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში. დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
• უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულება  

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ანგარიში  

ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმა  

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა  

 

საერთაშორისო ურთიერთოების სამსახური

 +995 32 254 59 08

 international@thu.edu.ge