
„სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო 2025“
2025 წლის 30 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა „სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო-2025“ .
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თჰუ-ს ქართველი და უცხოენოვანი სტუდენტები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მხატვრულ-შემოქმედებითი პროგრამით, ლექსებს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ცეკვები, სიმღერები ქართულ და აზარებაიჯანულ ენებზე. შემოქმედებით საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა სამართლის პროგრამის ლექტორმა პროფესორმა არჩილ ლორიამ.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა ქართული და ინგლისურენოვანი მადლობის სიგელები.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,
სტუდენტთა თვითმმართველობა
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
გამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები“. თბილისის ჰუმან...
ვრცლად