თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დარეგისტრირდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის Anabin მონაცემთა ბაზაში 29.05.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დარეგისტრირდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის Anabin მონაცემთა ბაზაში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დარეგისტრირდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის Anabin მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული ბაზა იძლევა ინფორმაციას უცხოური საგანმანათლებლო სივრციდან და ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებებს, დამსაქმებლებსა და კერძო პირებს, გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების განათლების სისტემაში უცხოური კვალიფიკაციის აღიარებაში.

 

Anabin ბაზაში უნივერსიტეტის დარეგისტრირება სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში, ეს არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის აღიარება და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება, რაც უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი აღნიშნულ ბაზაში ჩართვის შემდეგ. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ჩვენი სტუდენტების ჩართვა გერმანიის სტუდენტური დასაქმების საზაფხულო პროგრამაში (Ferienjob), ხოლო - ეკონომიკისა და ბიზნესის პროგრამების სტუდენტებისთვის - 1 წლიანი ანაზღაურებადი პრაქტიკის გავლა. 

 

Anabin მონაცემთა ბაზაში ჩართვისათვის აუცილებელი იყო გარკვეული პროცედურების გავლა, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტმა, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ყველა აუცილებელი ეტაპი და თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა,  როგორც ავტორიზებულმა და აკრედიტებული პროგრამების მქონე უნივერსიტეტმა, დააკმაყოფილა არსებული მოთხოვნები.

 

დასკვნით ეტაპზე რეგისტრაციის დამამთავრებელი ფაზა წარმატებით დასრულდა და უნივერსიტეტის მონაცემები აისახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის Anabin მონაცემთა ბაზაში.

მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 30.03.2021

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგ...

ვრცლად
ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 04.05.2022
არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

  2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუ...

ვრცლად