
დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ.
აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.
მსგავსი სიახლეები
სამართლის ფაკულტეტი ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას - სამართლის მეცნიერთა კავშირს მორიგ წარმატებას
სამართლის ფაკულტეტი ულოცავს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარეს ზურა ჭყონიას, კავშირის თითოეულ წევრსა და საერთაშ...
ვრცლადშიდა საგრანტო პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო ს...
ვრცლად