საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com
„სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ს პერიოდული გამოცემა.
ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434.
კონკურსის თემატიკა
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
ავტორები
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.
სტატიების ენა
კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
სტატიების წარმოდგენის ვადა
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი
რეფერირება და ინდექსირება
ჟურნალი რეფერირდება ინსტიტუტ ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ).
ჟურნალი ინდექსირდება 2 გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში: ISI (International scientific indexsing) და ROAD
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ბმულს:
მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com
მსგავსი სიახლეები
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის...
ვრცლად