
კლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომლის ფარგლებში ერთობლივად მხარეებმა მონაწილეებმა განიხილეს „კლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში“.
კონფერენცია ჩატარდა 2021 წლის 15 ივნისს, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული კლასტერული აკრედიტაციისა და უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული თემატური ანალიზის ახალი პროცედურების შედეგების წარდგენა.
ღონისძიების ფარგლებში განათლების ყველა საფეხურის წარმომადგენელ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაძმობილების პროექტის ექსპერტების რეკომენდაციებისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსჯელათ საქართველოში კლასტერული აკრედიტაციისა და თემატური ანალიზის სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციას ესწრებიდნენ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერონალი.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი
2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...
ვრცლადსაინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით
ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...
ვრცლად