აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 20 მაისს! 26.04.2017

აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 20 მაისს!

შპსთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისაკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების დანიშვნისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე





თჰუ  დებულების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 9 წევრით, აქედან 8 – თჰუ ოთხივე ფაკულტეტიდან არჩეული აკადემიური პერსონალია(თითოეულიდან ორი წევრი), ხოლო მეცხრე წევრად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ განწესდება – თჰუ რექტორი;წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობა განსაზრვრულია 18 წევრით, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად და მის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის ასევე თჰუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. მოცემული ეტაპისათვის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ოდენობების გათვალისწინებით წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევი ვაკანტური ადგილები ნაწილდება შემდეგნაირად:სამართლის ფაკულტეტიდან –2 აკადემიური თანამდებობის პირი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), 1 სტუდენტი; ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან –2 აკადემიური თანამდებობის პირი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), 2 სტუდენტი;ჯანდაცვის ფაკულტეტიდან ––4 აკადემიური თანამდებობის პირი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), 2 სტუდენტი;ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან – 3 აკადემიური თანამდებობის პირი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი), 1 სტუდენტი.

 

ა) აკადემიური  საბჭოს არჩევნები დაინიშნოს  2017 წლის 20 მაისს;

 

1. საარჩევნო ხმის უფლება მიენიჭოთ თჰუ აკადემიურ პერსონალსა და თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის შესაბამისი ფაკულტეტიდან არჩეულ სტუდენტებს;

2. თჰუ თითოელ ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში ასარჩევად განესაზღვროს 2 ადგილი; აკადემიური საბჭოს კანდიდატის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტური თვითმმართველობის შესაბამისი ფაკულტეტიდან არჩეულისტუდენტების მიერ;

3. თჰუ აკადემიურ საბჭოში ასარჩევად ფაკულტეტების მიერ კანდიდატებად დასახელდნენ მხოლოდ პროფესორები ან ასოცირებული პროფესორები;

4. აკადემიური საბჭოს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდეს 2017 წლის 29 აპრილის 18.00 საათამდე; კანდიდატების დასახელების/ინიცირების უფლება აქვთ შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტური თვითმმართველობის შესაბამისი ფაკულტეტიდან არჩეულ სტუდენტებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად;

5. კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს 2017 წლის 1 მაისიდან  და დასრულდეს 19 მაისის 18.00 საათზე;

6. თითოეულ ფაკულტეტზე გამარჯვებულად გამოცხადდეს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი; ხმათა თანაბრობის შემთხვევაში, თუ ვერ ხდება 2 საუკეთესო შედეგი მქონე პირის გამოვლენა, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების მონაწილეობით ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა 21 მაისს;

 

ბ)   წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნოს 2017 წლის 20 მაისს;

 

1. წარმომადგენლობით საბჭოს არჩეულ იქნას 17 წევრი, აქედან 11 - აკადემიური პერსონალი, 6 - სტუდენტი, შემდეგი პროპორციით:

 

ფაკულტეტი

აკადემიური პერსონალი

 სტუდენტი

სულ

სამართლის

2

1

3

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის

2

2

4

ჯანდავცის

4

2

6

ჰუმანიტარული

3

1

4

 


2. საარჩევნო ხმის უფლება მიენიჭოთ თჰუ შესაბამის ფაკულტეტზე განწესებულ აკადემიურ პირებსა და  სტუდენტებს; აკადემიური პერსონალი ხმას აძლევს მხოლოდ აკადემიურ პერსონალის მიერ წარმომადგენელ და დარეგისტრირებულ აკადემიური პერსონალის კანდიდატს, ხოლო სტუდენტები მხოლოდ სტუდენტების მიერ კანდიდატად რეგისტრირებულ სტუდენტს; წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნან ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრევბის კანდიდატებად რეგისტრირებული პირები.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდეს 2017 წლის 29 აპრილის 18.00 საათამდე; კანდიდატების დასახელების/ინიცირების უფლება აქვთ შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად;

4. კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს 2017 წლის 1 მაისიდან  და დასრულდეს 19 მაისის 18.00 საათზე;

5. თითოეულ ფაკულტეტზე გამარჯვებულად გამოცხადდეს საუკეთესო შედეგის მქონე შესაბამისი ოდენობის აკადემიური პერსონალი და სტუდენტი; ხმათა თანაბრობის შემთხვევაში, თუ ვერ ხდება  საუკეთესო შედეგი მქონე შესაბამისი ოდენობის პირის გამოვლენა, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების მონაწილეობით ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა 21 მაისს;

 

გ)  შეიქმნას გაერთიანებული სააჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1.      ხატია ყურაშვილი, თავმჯდომარე,

2.      ნანა ბიჩენოვი, მდივანი

3.      გაიანე გრიგორიანი,

4.      ირმა წილკაური,

5.      ეთერ ირემაძე,

6.      ლია ობგაიძე,

7.      მერაბ ჩახვაშვილი  – სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები

2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 17.10.2018

2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნე...

ვრცლად
ღია კონკურსის შედეგები 12.04.2023

ღია კონკურსის შედეგები

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა შემდეგი პირი: 1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო (ქართულენოვან) პროგრამაზე:...

ვრცლად