IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ივნისი 2023 წელი
2023 წლის 2 ივნისის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხაა 50 ევრო, საქართველოს მოქალაქეებისათვის - 50 ლარი, ხოლო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის უფასო.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი დაიბეჭდება.
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2023 წლის 25 მაისი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com
საკონტაქტო პირი მარინე შავლაყაძე - მობ. 558108069
თეზისების გაფორმების მოთხოვნები
- თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
მსგავსი სიახლეები
EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 23 სექტემბერს დაესწრო EURAXESS საქართველოს ე...
ვრცლადსაქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის იუბილე (სტუმრად თჰუ-ში)
2023 წლის 28 ნოემბერს 13:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის...
ვრცლადშიდა საგრანტო პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო ს...
ვრცლად