საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე!
2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა წაიკითხა ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია, თემაზე:-„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მასშტაბი საერთაშორისო სამართალში, არსებული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პერსპექტივები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად მყოფი რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პურან ანდრა ნიკოლეტა; კერძო სამართლის დოქტორი, დუმინიკა ფლორინა რამონა და ფინანსთა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის დოქტორი, ჰაგიუ მარიანა ალინა; ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...
ვრცლად