ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი
2023 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და პარტნიორი ოგნაზაცია "იურისტ-ფსიქოლოგთა" ჯგუფი გთავაზობთ ინტელექტუალურ-შემეცნებით კონკურსს - "რა? სად? როდის?"
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ქართულენოვანი და უცხოენოვანი სტუდენტები, მათ შორის კურსდამთავრებულები, ასევე თამაშში ჩაერთვებიან სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
კონკურსის პირობები:
კონკურსი გაიმართება სამ ძირითად სამუშაო ენაზე.
მონაწილეები, საკუთარ გუნდთან ერთად უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მითითებულ ბმულზე (გუნდში 3 ადამიანი)
გამარჯვებული გუნდი მიიღებს გრანდიოზულ პრიზებს
- 3 თვის განმავლობაში უფასო მასტერკლასი იურისტ ფსიქოლოგთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები.
- ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
თამაში მოიცავს სამ ეტაპს
- პირველადი შეჯიბრი;
- ნახევარფინალი;
- ფინალი.
პირველი ეტაპი გაიმარება 31 მარტს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.
იხ. სარეგისტრაციო ფორმა
მსგავსი სიახლეები
გამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები“. თბილისის ჰუმან...
ვრცლადკიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი
2021 წლის 20 ივნისს წარმატებით ჩატარდა დისკუსია თემაზე „აბორტი-დანაშაული თუ არჩევანი?“ ერთობლივი პროექტი, თბ...
ვრცლად