კარიერული განვითარება AIESEC საქართველოსთან ერთად 24.11.2023

კარიერული განვითარება AIESEC საქართველოსთან ერთად

2023 წლის 30 ნოემბერს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს პარტნიორი ორგანიზაცია, AIESEC-საქართველო ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ AIESEC-საქართველო“, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, იგი ემსახურება სტუდენტთა და ახალგაზრდა თაობის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობას.

ორგანიზაციის წარმომადგენლები უნივერსიტეტში საინფორმაციო დესკს განათავსებენ, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კერძოდ, წარმოდგენილი იქნება სამი ტიპის გაცვლითი პროგრამა, ესენია: Global Teacher, Global Talent და Global Volunteer-ი.

პარტნიორი ორგანიზაცია თჰუ-ს სტუდენტებს სთავაზობს, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში აქტიურ ჩართულობას.

იხ ილეთ  Universities

მსგავსი სიახლეები

ვებინარი: „ალტერნატიული განათლების გზები და ევროპული გამოცდილება“. 25.03.2024

ვებინარი: „ალტერნატიული განათლების გზები და ევროპული გამოცდილება“.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ProActive Group Georgia გიწვევთ ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე: „ალტერნატი...

ვრცლად
სტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების  მოსამზადებელი ცენტრი 20.03.2023

სტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი

  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო) და სახელმწიფო სასერტი...

ვრცლად