ლელა ნადიბაიძე
პროფესორი
დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში, ასევე სულხან-საბასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და ბროშურის ავტორი, რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. კერძო სამართლის მიმართულებით სამი დოქტორანტის ხელმძღვანელი, ორმოცდაათამდე სადიპლომო და დოქტორანტთა სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელი. ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაციის ექსპერტი, ორი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციაში. "ნადიბაიძე და პარტნიორები"-ის დამფუძნებელი, ადვოკატი და ხელმძღვანელი..