ბესარიონ ნაყოფია

ბესარიონ ნაყოფია

პროფესორი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით;  1986 წელს  დაიცვა თბილისში დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 2002 წელს მოსკოვში  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 2003 წლიდან არის პროფესორი. მონაწილეობა მიღებული აქვს  მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში(გერმანია, რუსეთი, ბელგია, საქართველო). 1992-2004 წლებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა და ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრია. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობს 1984 წლიდან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის,  მათ შორის 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი სხვადასხვა ენებზე; იყო ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამისა ეკონომიკისა და სამართლის ცენტრში ჰანოვერში (გერმანია) 2004-2006 წლებში. არის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელძღვანელოების რეცენზენტი; სტუდენტთა სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი;  2004-2005 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიარა ტრენინგები და იყო აკრედიტაციის საბჭოს საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში თბილისის უნივერსიტეტში „მეტეხი“ სადისერტაციო საბჭოს წევრია; არის რამოდენიმე სადოქტორო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის  ორდენით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. არჩეულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.