მადონა გელაშვილი
პროფესორი
მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ს/კ ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამაში „სიღარიბის დაძლევის გზები“ მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორად.