ისტორია

-  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელის დაარსდა 1992 წელს. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ საგანამანათლებლო საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე უნივერსიტეტს მიეცა უფლება განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი სპეციალობებით: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, სამართლისმცოდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა.

-  2002 წლიდან უნივერსიტეტი ოფიციალურად იწოდება როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში - თჰუ), რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა უმაღლესი განათლების პროგრამებს შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და კრედიტი, მენეჯმენტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი.

-  2002–2010 წლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებდა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს კანონმდებლობაში უნივერსიტეტების სტატუსთან დაკავშირებით შეტანილი საკანონმდებლო ნოვაციების შესაბამისად, უნივერსიტეტმა დააზუსტა თავისი სტატუსი, გახდა სასწავლო უნივერსიტეტი და მთავარ მიზანდ დაისახა საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანი რეალიზაცია. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.