ფაკულტეტის შესახებ

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოადგენს თჰუ-ს ერთ-ერთ ძირითად საგანმანათლებლო სასწავლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ახორციელებს სამართლის აკადემიურ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

ფაკულტეტის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული სახელმწიფოს ფარგლებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებული ახალი თაობის აღზრდას, პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური პროგრამების რეალიზაციით და უზრუნველყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. ფაკულტეტის მიზანია უზრუნველყოს განათლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, სწავლების მეთოდოლოგიის მუდმივი განახლება, საგანმანათლებლო პროგრამის მუდმივი განვითარება.

ფაკულტეტი ვალდებულია შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისათვის, უზრუნველყოს დარგობრივი სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე; საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება აკადემიური ხარისხი და ეძლევა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომი, ხოლო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს - სერტიფიკატი.

 

ფილოლოგიის დოქტორი,

სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირინა არჯევანიძე

iarjevanidze@thu.edu.ge

 irinaarj@gmail.com

 

 

 

მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს ქართულენოვან საბაკალავრო და მოსამზადებელ პროგრამებს.

ჩვენი სტუდენეტების განათლებაზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ასევე წარმატებით ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტეში.

უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებას სწავლის მაღალი ხარისხი წარმოადგენს, რადგან ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების მთავარი გზა სწორედ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, განათლებულ და თვითრეალიზებულ თაობაზე გადის.  ამიტომ, ჩვენთან სასწავლო პროცესი ინტერაქტიული და შემოქმედებითია, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას ლექციის მსვლელობაში.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი, სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ცდილობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაში, ინტერესების გაღვივებაში და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

მჯერა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთეთ, თქვენს მოლოდინს გაამართლებს და ჩვენთან მიღებული ცოდნა თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარი იქნება.