პროგრამები
▲სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
☑ სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
☑ სწავლების ენა - ქართული;
საგანმანათლებლო პროგრამა: სამართალი/ LAW
უმაღლესი განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ფაკულტეტი: სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციის კოდი: სამართლის ბაკალავრი/Bachelor of Law
პროგრამის მოცულობა (ECTS): 240
პროგრამის სტრუქტურა: სამართლის საბაკალავრო სასწავლო პროგრამა შედგება:
- თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსების (30 ECTS);
- ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსების/მოდულების (155 ECTS);
- ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსების/მოდულების (45 ECTS);
- თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებისაგან (10 ECTS).
სამართლის საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს მისცეს არა მხოლოდ სრული თეორიული სამართლებრივი ცოდნა და ინფორმაცია, არამედ ჩამოუყალიბოს მას აუცილებელი პროფესიული ჩვევები და უნარები.
სამართლის საბაკალავრო პროგრამაში, თეორიულ და პრაქტიკულ კურსებთან ერთად, გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტიც სადიპლომო ნაშრომის სახით. აგრეთვე, სტუდენტი ოთხი სემესტრის განმავლობაში სრულყოფილად შეისწავლის ზოგად და პროფესიულ ინგლისურ ენას.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის არსის, სისტემის, ძირითადი პრინციპების, სამართლებრივი სისტემების, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) საქმიანობის ეთიკური პრინციპების, ამ პროფესიების წარმომადგენლების სამსახურებრივი და არასამსახურებრივი საქმიანობის მორალური სტანდარტების, ასევე სიღრმისეული ცოდნა კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიების, პრინციპებისა და მოწესრიგების თავისებურებების შესახებ; ასევე, გამოუმუშავოს საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი; გამოუმუშავოს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიების, გამორჩევის და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საინფორმაციო საძიებო სისტემა (www.matsne.gov.ge), ასევე შემდეგი საბიბლიოთეკო ფონდები, მონაცემთა ბაზები, ბმულები:
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა [http://www.nplg.gov.ge/geo/home];
- ციფრული ბიბლიოთეკა - ივერიელი [http://dspace.nplg.gov.ge/];
- სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (ELL) [http://library.court.ge/login.php?geo&authorisation];
- დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ელექტრონული ბიბლიოთეკა [http://www.princedavid.ge/ge/allpage.php?id=89&lang=geo];
- LawLibrary - იურიდიული ლიტერატურა ერთ თაროზე [http://lawlibrary.info/ge/] და სხვ.
ა(ა)იპ „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-სა და შპს - „თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“, „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – eIFL" მონაწილეთა კონსორციუმის წევრია და შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მრავალფეროვანი ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსები, ელექტრონული ჟურნალები და სხვა ელექტრონული მასალები https://www.dukeupress.edu
https://www.elgaronline.com/page/70/journals
https://us.sagepub.com/en-us/nam/home
პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული სხვადასხვა საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული არიან შემდეგი საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
- საქართველოს უზენაესი სასამრთლო;
- თბილისის სააპელაციო სასამართლო;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;
- რუსთავის საქალაქო სასამართლო;
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო;
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო;
- სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
- Amtsgericht Bremen (Germany);
- სს სილქნეტი;
- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
- ქალაქ რუსთავის მერია;
- თბილისის მერიის ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი - „ჩემი ადვოკატი“;
- ააიპ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია;
- ააიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი;
- საადვოკატო ბიურო - OK&CG;
- შპს ნათია ქაჯაიას საადვოკატო ოფისი;
- ააიპ ინოვაციების განვითარების ფონდი;
- ააიპ სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრი;
- შპს ადვოკო კონსალტინგი;
- ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომელსაც აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნად ჩაბარული აქვს ინგლისური ენა. ამასთან, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტისთვის მესამე სავალდებულო-არჩევით საგანად განსაზღვრულია გამოცდა ისტორიაში ან სამოქალაქო განათლებაში.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით.
- პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
- პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროგრამის ხელმძღვანელი: ლია ჭიღლაშილი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
ელ. ფოსტა: lika.chig@yahoo.com
▲ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
☑ სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
☑ სწავლების ენა - ქართული;
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ფსიქოლოგია
აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის ბაკალავრი / Bachelor of Psychology
პროგრამის სტრუქტურა: თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად:
- 30 (ECTS) კრედიტი - საუნივერსიტეტო საერთო სავალდებულო სასწავლო კურსები;
- 5 (ECTS) კრედიტი - საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი;
- 5 (ECTS) კრედიტი - დამხმარე სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსი;
- 135 (ECTS) კრედიტი - სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები, მათ შორის 10 (ECTS) კრედიტი გათვალისწინებულია პრაქტიკისა და 10 (ECTS) კრედიტი საბაკალავრო ნაშრომისთვის;
- 45 (ECTS) კრედიტი - სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები;
- 20 (ECTS) კრედიტი – თავისუფალი სასწავლო კურსები (სტუდენტი ირჩევს სასწავლო კურსებს უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამიდან).
თანამედროვე საზოგადოებაში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და საქმიანი ცხოვრების რიტმის ინტენსივობის ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ფსიქოლოგის პროფესია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა საგანმანათლებლო თუ სხვა სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებში, ჯანდაცვის სფეროში, სარეკლამო და PR ინდუსტრიაში. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ისეთ პერსონალზე, რომელიც ფლობს საბაზისო თეორიულ ცოდნას ფსიქოლოგიური დარგების ძირითად დისციპლინებში და გამომუშავებული აქვთ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ეფუძნება პიროვნებისადმი მთლიანობით მიდგომას, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპებსა და განწყობის კანონზომიერებებს.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ფართო სპექტრის პრაქტიკოსი-ფსიქოლოგის მომზადებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხონას კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე. პროგრამის დასრულების შედეგად სტუდენტს გააჩნია ფსიქოლოგიის სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიაში არსებული თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. კურსდამთავრებული აცნობიერებს თავისი პროფესიის არსსა და სოციალურ მნიშვნელობას, ფსიქოლოგის პროფესიული საქმიანობის მიზნებსა და ძირითად ფუნქციებს.
იცნობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგს, ფსიქოლოგიის ძირითად ცნებებს, თეორიულ მიდგომებსა და ემპირიულ აღმოჩენებს; იცის ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა; იცნობს ფსიქოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს; იცნობს ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს და ფსიქოლოგიის ძირითად დარგებს (სოციალური, პიროვნების, განვითარების, განათლების, კლინიკური, განწყობის და სხვ.). ფლობს სათანადო ცოდნას კომპიუტერულ პროგრამათა პაკეტის (SPSS) გამოსაყენებლად; შეძლებს კვლევის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას ბაზისურ დონეზე. შეუძლია ფსიქოლოგიაში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის გადაცემა, ქართულ და ერთ-ერთ უცხოურ ენაზე (ინგლისური, რუსული ან გერმანული B2 დონეზე), თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IT) თავისუფლად გამოყენება, რა ხელს უწყობს მათ შემოქმედებით და კრიტიკულ გამოყენებას დარგისათვის სპეციფიკურ კონტექსტში. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით შეძლებს საკუთარ საქმიანობას და ეფექტიან კომუნიკაციას კოლეგებთან, მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან და ფართო საზოგადოებასთან; საკუთარი და სხვების უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვას და განხორციელების ხელშეწყობას.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომელსაც აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის ჩაბარებული აქვს ინგლისური. გერმანული ან რუსული ენა. ამასთან, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტისთვის მესამე სავალდებულო-არჩევით საგნად განსაზღვრულია გამოცდა ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ისტორიაში.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით.
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროგრამის ხელმძღვანელი: ეკატერინე სულუხია, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
ელ. ფოსტა: ekasulukhia@gmail.com
▲ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
Georgian language preparation educational program
აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური: პირველი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის მოცულობა: 60 ECTS
სწავლის ხანგრძლივობა: 2 სემესტრი
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, აფხაზურენოვანი) სკოლა; პროგრამის მიზანია, არაქართულენოვან სტუდენტებს შეასწავლოს სახელმწიფო ენა ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობით განსაზღვრული B2 დონეზე, რათა სრულყოფილად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში და შეძლონ ქართულ ენაზე სწავლა საბაკალავრო პროგრამებზე, სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ ენაზე განსხვავებული საკომუნიკაციო მიზნებით, სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ზეპირი და წერილობითი ტექსტების გაგება-გააზრება და შექმნა, ქართული სოციალურ-კულტურული რეალიების აღიარება და პატივისცემა, შემდგომში ქართული ენის ცოდნის გაღრმავება დამოუკიდებლად.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ქართული ენის იმგვარი ცოდნა, რომ აბიტურიენტმა შეძლოს გააგრძელოს სწავლა შემდეგ საფეხურზე, საბაკალავრო პროგრამაზე. შესაბამისად, სტუდენტს უნდა შეეძლოს:
მოსმენა: სალიტერატურო ნორმების ფარგლებში ისეთი სასაუბრო მეტყველების (ცოცხალი თუ ჩანაწერი) გაგება ნაცნობ ან უცნობ თემებზე, რომლებსაც იგი ეხება პირად, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში ურთიერთობისას. შინაარსობრივად და ენობრივად რთული მოხსენების დედააზრის გაგება, თუკი ამ გამოსვლის თემატიკა მისთვის გარკვეულწილად ცნობილია; მიხვდეს მოსაუბრის ტონსა (საყვედურისა თუ მადლიერების...) და განწყობას.
კითხვა: წაკითხული ტექსტიდან განსახილველი საკითხების მთავარი არსის გაგება; თვალი გადაავლოს დიდი მოცულობის რთულ ტექსტს და გამოყოს მნიშვნელოვანი დეტალები. წაიკითხოს და დეტალურად გაიგოს სხვადასხვა ხასიათისა და ტიპის ვრცელი ტექსტი (მაგ. სახელმძღვანელო, სტატია...), საჭიროებისამებრ, გამოიყენოს ლექსიკონი. სპეციალური სტატიების გაგება-გააზრება, რომლებიც სცილდება მისი საქმიანობის სფეროს, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ლექსიკონის გამოყენების საშუალება ამა თუ იმ ტერმინის/კონკრეტული პოლისემიური სიტყვის რომელიმე მნიშვნელობის დასაზუსტებლად.
ლაპარაკი: მოუმზადებლად მიიღოს მონაწილეობა საუბარში, რომელიც ეხება ნაცნობ თემებს. არა მარტო მოჰყვეს რაიმე ამბავს, ფილმისა თუ წიგნის შინაარსს, არამედ მასთან დაკავშირებით გადმოსცეს საკუთარი მოსაზრებები. ისაუბროს რაიმე მოვლენის, შთაბეჭდილების, დამოკიდებულების (დაინტერესების...) ან განცდის (გაკვირვება, სიხარული, წყენა), არგუმენტირებულად გადმოსცეს, ახსნას და დაასაბუთოს საკუთარი აზრები, ვარაუდები.
წერა: კარგად ჩამოყალიბებული, დეტალური ტექსტის დაწერა წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე. პრობლემის არსის გადმოცემა, სისტემურად წარმოჩენა, მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა; წერილობითი ფორმით აზრის თანამიმდევრულად ჩამოყალიბება პროფესიულ / მისთვის ნაცნობ თემებზე.
ინტერკულტურული კომპეტენციები: აქვს განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება; იცის მრავალფეროვან საზოგადოებაში ქცევის წესები; შემწყნარებელია ზოგადად, განსხვავებული აზრის მიმართ.
სასწავლო წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე. საწყისი ენობრივი კომპეტენციების განსაზღვრის შედეგად (ოთხივე მიმართულებით) განხორციელდება მათი გადანაწილება სხვადასხვა დონის (I და II ბლოკების) ჯგუფებში.
პროგრამა შედგება სხვადასხვა დანიშნულებისა და მიმართულების საგნებისაგან, რომელთა ერთობლიობა და სწავლების თანამიმდევრობა ემსახურება მიზანს - მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ სწავლა ქართულ ენაზე საბაკალავრო პროგრამაზე და გამოიმუშაონ სოციოკულტურული კომპეტენციები.
პროგრამის სტრუქტურა: ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60 ECTS კრედიტიანია, გრძელდება 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. პროგრამის 30 ECTS კრედიტი, პირველი სემესტრის ფარგლებში, დაეთმობა სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციების (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) მქონე სტუდენტთა ენის ცოდნის დონის გათანაბრებას. ინტენსიური სწავლების სტრატეგია უზრუნველყოფს მეორე სემესტრის ერთიანი სავალდებულო კურსებისათვის ამ ბლოკის სტუდენტთა ენობრივი კომპეტენციების დაახლოებას მეორე ბლოკის სტუდენტთა კომპეტენციებთან პირველი სემესტრის ბოლოს. მეორე სემესტრის ფარგლებში, 25 ECTS კრედიტი დაეთმობა ქართული ენის სავალდებულო და 5 ECTS კრედიტიან სავალდებულო - არჩევითი სტატუსის მქონე დარგობრივი მიმართულების კურსებს: სამართალი, ბიზნესი, ფსიქოლოგია, მედიცინა. აღნიშნული დარგობრივი მიმართულების კურსები განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამებისთვის სტუდენტთა მოსამზადებლად შესაბამისი სფეროს ტერმინოლოგიის, სპეციფიკური კონსტრუქციების, დარგობრივი ლექსიკის მიმართულებით.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ერთიან ეროვნულ გამოცდებში მშობლიურ ენაზე (აფხაზურად /აზერბაიჯანულად/სომხურად/ოსურად) ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23?scroll=0);
- უცხოელ სტუდენტთა მიღება (ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე) განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23?scroll=0) შესაბამისად.
პროგრამის ხელმძღვანელი: ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
ელ. ფოსტა: iarjevanidze@thu.edu.ge