ფაკულტეტის შესახებ
ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა აკადემიური პერსონალიდან და 2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. თჰუს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით: 1. პროფესორი ნონა გელიტაშვილი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი; 2. პროფესორი ბესარიონ ნაყოფია; 3. პროფესორი ირინა ბენია;; 4. ასოცირებული პროფესორი ირმა მოლაშხია 5. ასოცირებული პროფესორი თამარ ბერიძე; 6. ანა გოგუა- სტუდენტი; 7. გოგა მარგალიტაძე - სტუდენტი.ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად თჰუ-ში მისი დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის მიმართულების ფაკულტეტი, რომლის დეკანიც გახლავთ პროფესორი ნონა გელიტაშვილი. ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: 1. მოამზადოს კონკურენტუნარიანი (შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით) მაღალ კვალიფიციური კადრები ბიზნეს ადმინისტრირების (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები) სფეროს ფართო თეორიული ცოდნით; 2. აღჭურვოს სტუდენტები ამ სფეროსთან დაკავშირებული დაგეგმვის, ორგანიზების, განხორციელებისა და კონტროლისათვის საჭირო პრაქტიკული უნარებით, რაც უზრუნველყოფს კომპლექსურ ბიზნეს გარემოში ეთიკის პრინციპების დაცვით სწორი გადაწყვეტილების მიღებას; 3. სტუდენტებს გამოუმუშავოს ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სანდო და რელევანტური დასკვნების გაკეთების, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები კერძო ან საჯარო სექტორის ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით, მართვის საშუალო ან საწყის დონეზე. კერძოდ, კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს სხვადასხვა ფუნქციონალური სფეროს მენეჯმენტში:
„ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია, სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით ან/და სპეციალობის შეცვლის მიზნით – სხვა მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს: ფაკულტეტის კოორდინატორი ირმა წიკლაური ელ-ფოსტა: itsiklauri@thu.edu.ge ტელ: (+995) 599 384 540 |
ფაკულტეტის დეკანი ნონა გელიტაშვილი ნონა გელიტაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი. |