სამსახურის შესახებ
სამსახურის მიზანია სასწავლო პროცესების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა.
სამსახურის ამოცანებია:
1. სასწავლო პროცესის მართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 2. სტუდენტთა მიერ ძირითადი და დამატებითი სპეციალობების არჩევის პროცესის კოორდინაცია და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; 3. სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 4. ფაკულტეტების სასწავლო საქმიანობის კოორდინაცია, ამ სფეროში სათანადო ინფორმაციის მიღება და დამუშავება; 5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი; 6. ავტორიზაციის აკრედიტაციის გავლისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო სამუშაოების ჩატარება; 7. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა დებულებებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; 8. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით რექტორის მიერ მიღებული ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; 9. ფაკულტეტის მიერ აუდიტორიების შეთანხმებული და დადგენილი წესით გამოყენების პროცესის კოორდინაცია.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ნანა ბიჩენოვი. |
2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. 2016 წელს მიენიჭა ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ავტომატიზაციის დოქტორის ხარისხი. 2010 წლიდან მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს და ერთი მონოგრაფიის თანაავტორი. |