საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი „International Business Plans Competition” 25.12.2024

საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი „International Business Plans Competition”

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტთან.

2024 წლის 29 ნოემბერს, პიტესტის (რუმინეთის) საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი, სახელწოდებით „International Business Plans Competition.” აღნიშნული პროექტი სამ თვეს მოიცავდა და მასში ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

          კონკურსის მიზანს წარმოადგენდა მეწარმეობის, ბიზნეს-გეგმის წერის კულტურისა და კონკურენტულ გარემოში ადაპტირების უნარების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობდნენ სტუდენტები, საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან: ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი); თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო); სტამბული აბაჰატინ ზაიმის უნივერსიტეტი, (თურქეთი); ლამპუნგის უნივერსიტეტი (ინდონეზია); განდის სახელობის განათლებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ინდოეთი) და ანდრეი ფრუზ მოდრზევსკის სახელობის კრაკოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

         თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული იყვნენ ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები ლაშა გიგაური, ლეილა ზეინალოვა, იულია გონჩარენკო, გიორგი ძინძიბაძე და ლაშა მიქელაძე.

კონკურსის სამეცნიერო საბჭოს წევრად  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან არჩეული იყო თჰუ-ს რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, შემფასებელ კომისიაში კი წარმოდგენილი იყვენენ ამავე უნივერსიტეტის პროფესორები, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ირინა ბენია და მოწვეული ლექტორი სოფიკო ჯვარშეიშვილი, ქართველ სტუდენტთა ჯგუფს მენტორობას უწევდა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.

კონკურსში მონაწილე  გუნდის წევრებმა ახლად დაარსებული სტარტაპისათვის წარმოადგინეს ბიზნეს-გეგმა. მათ შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა თჰუ-ს სტუდენტენტთა პრეზენტაციამ. დასასრულს კი საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა International Business Plans Competition” სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...

ვრცლად
გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე! 09.09.2018

გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!

გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრაციის ვადაა 2018 წლის...

ვრცლად