
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების „ფორუმი 2025“
2025 წლის 21 მაისს 13.00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა დასაქმების ფორუმი.
ფორუმზე დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: შპს „კლინიკა მედიკა“; შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; თბილისის სააპელაციო სასამართლო; რუსთავის საქალაქაო სასამართლო; „ინოვაციების განვითარების ფონდი“; ა.ი.პ „აისეკ საქართველო“ და აუდიტორული კომპანია შპს „გროი“.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
დამსაქმებლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ თავიანთი ორგანიზაციების სტანდარტებსა და მოთხოვნებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეთა მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლადთჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში...
ვრცლად