საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული კვლევები 06.09.2019

საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული კვლევები

2019 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპისა და ამერიკის კვლევების ინსტიტუტთან (ათენი) თანამშრომლობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავის ფარგლებში, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას ,,ევროპული კვლევები“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ დარგებს: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ფილოლოგია, კულტურა, უსაფრთხოება, რელიგია. სამეცნიერო ნაშრომებისა და მოხსენებების თემატიკა, ძირითადად, დაკავშირებული უნდა იყოს ევროპასთან.

კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებისა და მკვლევრების სტატიები გამოიცემა ინგლისურენოვანი კრებულის სახით.

დაინტერესებული პირები კონფერენციის ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდნენ სექტემბრის ბოლომდე. E-mail: euroinstitute@gtu.ge

კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

მსგავსი სიახლეები

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე 08.05.2018

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე

  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა  და ა(ა)იპ „1 ეკვი...

ვრცლად
თჰუ ულოცავს თამარ ლალიაშვილს 05.04.2016

თჰუ ულოცავს თამარ ლალიაშვილს

თბილისის ჰუმანიტარული სასწავ...

ვრცლად