Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში 01.11.2019

Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში

-   2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ევროპის 11 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტმა. სემინარს საერთო ჯამში უნივერსიტეტების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ თჰუ-ს წარმომადგენლებიც: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ქეთევან ცერცვაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ლიკა ჭიღლაშვილი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და ამავე ფაკულტეტის კოორდინატორი - ირმა წიკლაური.

-   აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 31 ოქტომბერს თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: 1) პასაუს უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის კათედრის ხელძღვანელი - პროფ. თომას ვიუნში (Universität Passau, Prof. Dr. Thomas Wünsch), 2) გისენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. როლფ-ალექსანდერ დიურინგი (Justus-Liebig-University Giessen, Prof. Dr. Rolf-Alexander Düring), 3) აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი - Die Technische Hochschule Aschaffenburg, Prof. Dr. Holger Paschedag) და 4) ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი - კუმუშაი არზიბაევა (Die Westsächsische Hochschule Zwickau (WHZ), Kumushay Arzybaeva). მხარეებმა ისაუბრეს მათი ამჟამინდელი საქმიანობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები.

მსგავსი სიახლეები

თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია 06.06.2021

თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ  Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 08.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და...

ვრცლად
თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ 30.06.2021

თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ

2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კო...

ვრცლად