2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 11.02.2021

2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ატარებენ XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “Science during the age of globalization”.


კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია: ფიზიკა - მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნიკური მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ისტორია, ეკონომიკური მეცნიერებები, ფილოსოფია, ფილოლოგია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი, კულტუროლოგია, ჟურნალისტიკა.


კონფერენცია გაიმართება: 2021 წლის 27 თებერვალს;
განცხადების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 15 თებერვალი;
სტატიის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 20 თებერვალი;


სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული, რუსული, თურქმენული ენები;

ჩატარების ადგილი - თბილისი;

ჩატარების ფორმა - ელექტრონული ფორმატი.

თითოეული მონაწილე მიიღებს საერთაშორისო, ინგლისურენოვან სერტიფიკატს.


კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით ცენტრის ვებგვერდზე: elger-etm.com. ზოგადი მონაცემები გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე, ხოლო ინფორმაცია ავტორის შესახებ და სამეცნიერო სტატიები შესაბამის ენაზე. კრებულს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ნომერი (ISBN).


გადასახადი - 250 თურ. ლირა;


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elger.conf@mail.ru;
ტელ: +994 70 979 79 37 (WhatsApp); +90 536 880 00 23 (WhatsApp)

მსგავსი სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 31.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე 08.05.2018

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე

  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა  და ა(ა)იპ „1 ეკვი...

ვრცლად