კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1. ჯანდაცვის ფაკულტეტი:
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):
** ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული).
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა:
** ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
2. ჰუმანიტარული ფაკულტეტი:
ქართულ ენაში მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა:
** ასოცირებული პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - ქართული ფილოლოგია/ქართული ენა - 1 საშტატო ერთეული);
** ასისტენტ-პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - ქართული ფილოლოგია/ქართული ენა - 1 საშტატო ერთეული);
ინგლისური თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა:
ასოცირებული პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - ინგლისური ფილოლოგია/ქვესპეციალიზაცია - ინგლისური თარგმანმცოდნეობა - 2 საშტატო ერთეული).
საკონკურსო პირობები:
ასოცირებულ პროფესორად აირჩევა 65 წლამდე ასაკის პირი, რომელიც აგრეთვე:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს, რომელსაც განიხილავს საკონკურსო კომისია;
ე) განცხადებასთან ერთად აკადემიური თანამდებობის პრეტენდენტმა უნდა შეავსოს:
** განცხადების ტიპური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას ერთზე მეტ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად;
** აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:
ა.ა) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ა.ბ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
** აქვს პროფესიული გამოცდილების 3 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და
** გამოქვეყნებული აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და
** აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.
ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად.
ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
** განცხადება;
** პირადობის მოწმობის ასლი;
**CV (რეზიუმე); ბეჭდური ან/და ელექტრონული;
** ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში - აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
** ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
** ნაბეჭდი ან/და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
** ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას (არ ეხება ასისტენტ-პროფესორს);
** შრომების/სტატიების სია ბოლო 10 წლის მანძილზე (ბეჭდით დამოწმებული), სხვა შემთხვევაში - პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
** განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
** ინგლისურენოვანი პროგრამისთვის კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა) ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების/სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (შესამაბისი დიპლომი ან სხვ.); ან
ბ) ინგლისური ენის B 2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (საერთაშორისო სერტიფიკატი).
გ) საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე ინგლისურ ენაზე გაკეთებული მოხსენებების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (საკონფერენციო პროგრამა, გამოსვლის ვუდეო/აუდიო ჩანაწერი, ან
დ) საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში ინგლისურ ენაზე ლექცია/სემინარების წაკითვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ცნობები ან სხვა).
გარდა ამისა, დაწესებულება უფლებამოსილია კონკურსანტს ჩაუტაროს გამოცდა/ტესტირება შესაბამისი დონის ინგლისურ ენაში უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის თანახმად და დაადასტუროს კონკურსანტის ენობრივი კომპეტენციის ფლობა და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტაროს ზეპირი გასაუბრება.
დამატებითი მოთხოვნები ინგლისურენოვანი პროგრამისთვის:
ე) ინგლისურ ენაზე გამოცემული საერთაშორისო პუბლიკაციები (სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სხვ.)
ვ) სხვადასხვა საერთაშორისო ინგლისურენოვან ტრენინგებზე მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (სერტიფიკატები, დიპლომები და სხვ.)
გ) საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება ინგლისურ ენაზე მის მიერ განაცხადში მითითებულ სასწავლო კურსში.
ქართულ ენაში მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამისთვის:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს აზერბაიჯანულ და/ან სომხურენოვან აუდიტორიაში ქართულის როგორც უცხო ენის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე:www.thu.edu.ge
აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, სავალდებულო პერიოდული ატესტაციის პირობით;
კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით.
ღია კონკურსი ცხადდება 2016 წლის 20 ოქტომბერს. ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 31, 2016 წლის 21 ნოემბრის 10.00 საათიდან 2016 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, 17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
საკონტაქტო ტელ: 2 545908, 2 545909.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2016 წლის 2 და 3 დეკემბერს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.
საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი, 597 540096.
მსგავსი სიახლეები
კონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის
12 სექტემბრიდან „თავისუფალი ასოციაცია“ სტუდენტებს საინტერესო კონკურსს სთავაზობს. ახალგაზრდებს...
ვრცლად2021 წლის 16-17 მაისს თჰუში ჩატარდა ასოც. პროფესორის იმედა რუბაშვილის სემინარი
2021 წლის 16-17 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოც. პროფესორმა იმედა რუბაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „ანალიზ...
ვრცლად